Wednesday, August 14, 2013

ფოთოლა მოწონელიძე

მე ფოთოლა რევაზის ასული მეტონიძე- მოწონელიძე ,დავიბადე 1950 წლის 05  დეკემბერს ქ, ტყიბულში.სწავლა დავიწყე ქ.ტყიბულის N5 საშუალო  სკოლაში,რომელიც დავამთავრე 1967-1968 წლის სასწავლო წელს.იმავე წელს სწავლა გავაგრძელე ქ. ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სასწავლებელში, საბიბლიოთეკო სპეციალობის განხრით.მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ შევქმენი ოჯახი მყავს  მეუღლე,ორი შვილი,სამწუხაროდ ერთი ვაჟი დამეღუპა. ოჯახთან და სამსახურთან ერთად სწავლა გავაგრძელე ქ.თბილისის სულხან- საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში,კულტურისა და ესთეტიკის ფაკულტეტზე, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით. ვმუშაობდი ,ბიბლიოთეკაში, ამჟამად ვმუშაობ N5 საჯარო სკოლაში მყავს მეუღლე, შვილი რძალი და ორი პატარა შვილიშვილი: ილენე და ანდრია მოწონელიძეები.

No comments:

Post a Comment