Saturday, August 17, 2013

ველოდები...


ველოდები ვის?
გაუსაძლის ფიქრს,
ფიქრს, რომელიც  უკითხავად
ამოგაჭამს ტვინს.
            ფიქრს შეეშვა უნდა
            იოცნებო უნდა    
           ოცნებებით კარგო,
           ცაში ივლი მუდამ.






ბავშვობა  ისევ მომინდა...
ბავშვობის წლები  გავლიე,
ხანდაზმულობაც  ზედ მიჰყვა
სამოცს რომ გადავაბიჯე,
ბავშვობა ისევ მომინდა.
ფოთოლა ცახელი

გელათის მონასტერი

Friday, August 16, 2013

ოკრიბის სალოცავები

პროექტის  სახელწოდება: ოკრიბის სალოცავები
პროექტის მთავარი იდეა:ოკრიბის ისტორიული ძეგლების გაცნობა,’“ გზამკვლევი ოკრიბისაკენ“.
პროექტის აქტუალობა:მონაწილე მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა:
ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება, მსჯელობის უნარის განვითარება,ჩანახატებისა  და  ესკიზების გაკეთება.
პროექტის მიზნები:ტურისტული პაკეტის შექმნა.(ოკრიბის სალოცავების გეოგრაფიული მდებარეობა,ისტორიული მონაცემები, მასალების მოძიება ადგილობრივი მოსახლეობისაგან და ლიტერატურული წყაროებიდან, ფრესკების განვითარების ისტორიიდან და თქმულებების  ჩაწერა თითოეული სალოცავის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: მე-10 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე
მოსალოდნელი შედეგები:ფოტოალბომის შექმნა,ნახატების პრეზენტაცია,გამოფენა, ვებგვერდის შექმნა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე .გზამკვლევის გაკეთება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ტრანსპორტი, კოპიუტერი, ვიდეოაპარატი,ფანქრები,სახატავი ფურცლები.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი ა ქტივობები):პროექტის გეგმის ჩამოყალიბება,კლასის დაყოფა მოსწავლეთა კომპენტეციების გათვალისწინებით,კონკრეტული დავალებების გადანაწილება,თითოეულ სოფელში სალოცავების მოძიება, ადგილობრივი მოსახლეობისაგან მათ შესახებ თქმულებების ჩაწერა,გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესწავლა,შედარება ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებთან,ახლო მდებარე სოფლებში ლაშქრობების მოწყობა.ჩანახატებისა და ესკიზების გაკეთება,ფოტო ალბომის შექმნა. დისკუსიები მოძიებულ მასალებზე, პრეზენტაცია , გზამკვლევის გაკეთება,ჩართულობის პრინციპით დავეხმარები მოსწავლეებს ინტერნეტით მოიძიონ საჭირო მასალები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
              კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ისტორიაში(შეისწავლიან  ოკრიბის ისტორიას) გეოგრაფიაში(ოკრიბის ადგილმდებარეობას),საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში( ინტერნეტში „:ოკრიბის სალოცავებზე“მასალების მოძიებით.დამუშავებით პრეზენტაციების მომზადებით ,ბებ-გალერეაში სურათების ატვირთვით და სხვა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:fmowonelidze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://fmowoneidze.blogspot.com/

Wednesday, August 14, 2013

ფოთოლა მოწონელიძე

მე ფოთოლა რევაზის ასული მეტონიძე- მოწონელიძე ,დავიბადე 1950 წლის 05  დეკემბერს ქ, ტყიბულში.სწავლა დავიწყე ქ.ტყიბულის N5 საშუალო  სკოლაში,რომელიც დავამთავრე 1967-1968 წლის სასწავლო წელს.იმავე წელს სწავლა გავაგრძელე ქ. ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სასწავლებელში, საბიბლიოთეკო სპეციალობის განხრით.მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ შევქმენი ოჯახი მყავს  მეუღლე,ორი შვილი,სამწუხაროდ ერთი ვაჟი დამეღუპა. ოჯახთან და სამსახურთან ერთად სწავლა გავაგრძელე ქ.თბილისის სულხან- საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში,კულტურისა და ესთეტიკის ფაკულტეტზე, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით. ვმუშაობდი ,ბიბლიოთეკაში, ამჟამად ვმუშაობ N5 საჯარო სკოლაში მყავს მეუღლე, შვილი რძალი და ორი პატარა შვილიშვილი: ილენე და ანდრია მოწონელიძეები.